თავში

“ეს იყო ნაადრევი გადაწყვეტილება”- ბიძინა კულუმბეგოვი

“ეს იყო ნაადრევი გადაწყვეტილება”- ბიძინა კულუმბეგოვი
“ეს იყო ნაადრევი გადაწყვეტილება”- ბიძინა კულუმბეგოვი

"მძევალი გახდა ეს ეპიდემია პოლიტიკური სისტემის და ახლა ეკონომიკაა მძევალი ეპიდემიის. ამიტომ, ძალიან ცუდ, მანკიერ წრეში ვართ, სამწუხაროდ", -ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. 

მან ისაუბრა იმ პროცესზე,რომელმაც ქვეყანა საზოგადო "ლოქდაუნის" პირობამდე მიიყვანა. 

"მოვდუნდით ზაფხულის პერიოდში. ასევე იმ პერიოდში, როდესაც საზოგადოების ძალან დიდმა ნაწილმა უზარმაზარი საზოგადოებრივი წნეხი მოახდინა, რომ სკოლები და ბაღები უნდა გახსნილიყო. ეს იყო ნაადრევი გადაწყვეტილება. იგივე, ალბათ, როდესაც ბათუმი არ ჩავკეტეთ და სვანეთის შემთხვევა როგორც იყო, არ გამოვაცხადეთ ქალაქის ლოკდაუნი, იმიტომ, რომ საარჩევნო პროცესი ზარალდებოდა.

არცერთმა მხარემ კატეგორიულად, ერთსულოვნად არ თქვა, არც პოზიციამ, არც ოპოზიციამ, რომ ახლა ისე მიდის საქმე, რომ არჩევნების საქმე არ არის. მძევალი გახდა ეს ეპიდემია პოლიტიკური სისტემის და ახლა ეკონომიკაა მძევალი ეპიდემიის. ამიტომ, ძალიან ცუდ, მანკიერ წრეში ვართ, სამწუხაროდ", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system