თავში

"ეს იყო საბოტაჟი, ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ზომები" - ხმალაძე გაფიცულებზე

"ეს იყო საბოტაჟი, ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ზომები" - ხმალაძე გაფიცულებზე
ეს იყო საბოტაჟი, ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ზომები -  ხმალაძე გაფიცულებზე

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების აქციას უკანონოს უწოდებს. მისი თქმით, ეს იყო საბოტაჟი. 

ხმალაძე ამბობს, რომ ფაქტს შესაბამისი ზომები მოყვება.

"აქ მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ მათი მოთხოვნების თითქმის ყველა კომპონენტში სამსახური მუშაობდა და გარკვეული პროგრესი უკვე მიღებულია. ეს იყო უკანონო გაფიცვა, რადგან გაფიცვის ფორმა დადგენილია კანონმდებლობით, რომლის დაცვაც არ მომხდარა. ეს არ იყო გაფიცვა, ეს იყო თანამშრომლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა, ეს იყო გარკვეულწილად საბოტაჟი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ზომები", - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები დღეს დილიდან გაიფიცნენ. 

ისინი კომპანიაში არსებული პრობლემების მოგვარებაა და ხელფასების მომატებას ითხოვენ. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, გაფიცულთა ნაწილმა პროტესტი შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system