თავში

ეს ის რეალობაა, რომელსაც ყველანი უნდა შევეგუოთ - გახარია

ეს ის რეალობაა, რომელსაც ყველანი უნდა შევეგუოთ - გახარია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მომავალ სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს მნიშვნელოვანი და ამასთან, არაორდინარული დღეა, რადგან სტუდენტური ცხოვრება პირბადეებით დაიწყო. 

"ხაზგასმით მოგესალმებით სტუდენტებო, მესმის, რომ ეს თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, მესმის რომ არაორდინარული დღეც არის, თქვენ გიწევთ სტუდენტური ცხოვრების პირბადეებით დაწყება. ეს საკმაოდ რთული წარმოსადგენი იყო თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ ეს ის რეალობაა, რომელსაც ჩვენ, ყველანი უნდა შევეგუოთ. ესეც გაივლის, მაგრამ დარჩება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და დარჩება თქვენი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა გადაიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე. ყველას კარგად გვესმის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გამართულ, სრულფასოვან ძლიერ განათლების სისტემა იმისთვის, რომ საქართველომ გადადგას განვითარების შემდგომი მძლავრი ნაბიჯი," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system