თავში

,,ეს ისტორია არასოდეს, არავისთვის მოგვიყოლია..." - ბესო ჩუბინიძე - VIDEO

,,ეს ისტორია არასოდეს, არავისთვის მოგვიყოლია..." - ბესო ჩუბინიძე - VIDEO
,,ეს ისტორია არასოდეს, არავისთვის მოგვიყოლია... - ბესო ჩუბინიძე - VIDEO

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში თემურ წიკლაურის შესახებ უცნობ ამბავზე წერს და მომღერლის ვიდეოს აქვეყნებს.

,,ეს ამბავი 2014 წელს მოხდა, დუშეთიდან მოვდიოდით, გზაში სოფელ ჭოპორტში გავაჩერეთ, თემომ - პომიდორს ვიყიდი და სახლში წავიღებო, მანამდე კი გლეხკაცზე და მის ცხოვრებაზე ვსაუბრობდით მთელი გზა, როცა დუშეთიდან ჭოპორტამდე ველ-მინდვრებს ვუყურებდით.

სოფელში, ეს კაცი დავინახეთ, თავის სახლის წინ იდგა და ერთი ვედრო პომიდორი დაედგა გასაყიდად, გავჩერდით და დანარჩენს ვიდეოზეც ნახავთ...მაგრამ მთავარი იცით ამ ვიდეოში რა არის? ის, რომ თემომ გლეხს ორჯერ იმაზე მეტი თანხა მიაწოდა, რაც ამ კაცმა გვითხრა... თუმცა გლეხკაცს ეს არც შეუმჩნევია, გულში იმასაც არ გაივლებდა, რომ ნაკლული თანხა იქნებოდა, არც იმას, რომ შესაძლოა ხურდა დასჭირვებოდა....

ეს ისტორია არასოდეს, არავისთვის და არსად მოგვიყოლია...", - წერს ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში.  

ლეგენდარული მომღერალი, მსახიობი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში, კორონავირუსით პირველ თებერვალს გარდაიცვალა. 

თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი.

თემურ წიკლაური იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

2014 წლის 23 იანვარს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი გაიხსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system