თავში

ეს კაცი არის მოღალატე, გამოგვიყენა ყველა და წავიდა - თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები

ეს კაცი არის მოღალატე, გამოგვიყენა ყველა და წავიდა
ეს კაცი არის მოღალატე, გამოგვიყენა ყველა და წავიდა - თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები

"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელთა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, გაფიცვისა და გარკვეული მოთხოვნების წამოყენების მიზანი სოციალური პირობების გაუმჯობესება იყო და არა პოლიტიკაში ჩართვა. 

პავლე ბედოძემ საინიციატივო ჯგუფის სახელით თქვა, რომ გაფიცვის ორგანიზატორი ირაკლი ბაღდავაძე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაც თანამშრომელთა უმრავლესი ნაწილის პოზიციას არ გამოხატავს.

„ჩვენ, „თბილსერვისის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი, ვაყენებდით და ვაყენებთ „თბილსერვისის“ ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის წინაშე ჩვენი პირობების გაუმჯობესების საკითხს, რომელიც პუნქტობრივად წარდგენილი აქვს თბილისის მერიას და რომლის განხილვის პირობაც მიღებული გვაქვს. სამწუხაროდ, ირაკლი ბაღდავაძემ, ნიკა გვარამიას ტელევიზიაში გააკეთა ისეთი განცხადებები, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის შეურაცხმყოფელი იყო. მან თქვა, რომ როგორც ქართველი, თავს არავის უხრის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები, რომლებიც ეთნიკურად ქართველები არ არიან, ვიღაცებს თითის გატკაცუნებაზე ემორჩილებიან. თან მოჰყვა ისეთ რამეებს, რაც პირდაპირი ტყუილია. ჩვენთან ძალიან ბევრი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი მუშაობს, ისინი ჩვენი ძმები, დები და კოლეგები არიან. ამიტომ, მათ შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ.

ეს კაცი არის ჩვენი საქმის მოღალატე. მაგან პირადი არჩია ჩვენ საერთო საქმეს. გამოგვიყენა ყველა და წავიდა“, - განაცხადა პავლე ბედოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system