თავში

"ეს მეთოდი მოგვცემს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ გართულებები" - თამარ გაბუნია

"ეს მეთოდი მოგვცემს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ გართულებები" - თამარ გაბუნია
ეს მეთოდი მოგვცემს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ გართულებები - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მონოკლონური ანტისხეულების მეთოდით მკურნალობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მონოკლონური ანტისხეულების მეთოდით მკურნალობის პროტოკოლი საქართველოში სულ რამდენიმე კვირაა რაც დაინერგა. 

"ვფიქრობ, მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის მეთოდი ექიმების მიერ ფართოდ იქნება გამოყენებული და მოგვცემს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ გართულებები, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა შევამციროთ და ეს ყველაფერი შემდეგ დადებითად აისახება ლეტალობის შემთხვევებზეც.

მონოკლონური ანტისხეულები თავისთავად კორონავირუსის სამკურნალოდ ახლად აღიარებული მედიკამენტებია. 

იგი მაღალი რისკის მქონე პაციენტებში გამოიყენება. ანუ იმ პაციენტებში, რომლებიც 60 წელს ზევით ასაკის არიან, აქვთ რაიმე სახის თანმხლები დაავადება, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, ან ისეთი დაავადება, რომელიც ზრდის ამ კონკრეტულ პაციენტებთან გართულებების განვითარების ალბათობას. ამ შემთხვევაში ოჯახის ექიმები ატარებენ პირველად შეფასებას და ისინი შემდეგ ჰოსპიტლის ექიმებს აძლევენ რეკომენდაციას - თუ პაციენტს აქვს გართულების მაღალი რისკი და მისთვის რეკომენდებულია მონოკლონური ანტისხეულის გადასხმა", - განაცხადა გაბუნიამ "იმედის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system