თავში

ეს მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის დამატებითი დარტყმა იქნება - ბოკერია

ეს მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის დამატებითი დარტყმა იქნება
ეს მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის დამატებითი დარტყმა იქნება - ბოკერია

ის ახალი შეზღუდვები, რომლებიც მთავრობამ მიიღო საერთო ჯამში, სრულიად გაუაზრებელია და მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის დამატებითი დარტყმა, იქნება , - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ქვეყნის ზარალი მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ხელისუფლებას არ აქვს უნარი და კომპეტენცია ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად. 

"ეს იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის დამატებითი დარტყმა, რის ფასსაც  მომავალში კიდევ გადავიხდით. დეტალებშიც არ შევალ, საერთო ჯამში, სრულიად გაუაზრებელია. ამ ხალხმა ერთხელ ასეთი და კიდევ უფრო მკაცრი ჩაკეტვის დროს არაფერი გააკეთა, რომ ქვეყანა მოემზადებინა ამ ტალღისთვის და ამის ფასს იხდის მთელი ქვეყანა ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად. ეს პროცესი გრძელდება, სანამ ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი პოლიტიკური არარაოებების და კლოუნების გარემოცვა მართავს ქვეყანას. სამწუხაროდ, ეს ზარალი გაგრძელდება იმიტომ, რომ ამ ხალხს არც უნარი, არც რწმენა და არც კომპეტენცია არ აქვს იმისთვის, რომ გადადგან ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში  ახალი წერტილოვანი შეზღუდვები დააწესა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system