თავში

"ეს ნემსი უნდა ვიკეთო მუცელში... რეაბილიტაციის პროცესს ახლავს ეს"

"ეს ნემსი უნდა ვიკეთო მუცელში... რეაბილიტაციის პროცესს ახლავს ეს"
ეს ნემსი უნდა ვიკეთო მუცელში... რეაბილიტაციის პროცესს ახლავს ეს

ტელეკომპანია "იმედის" დილის გადაცემის წამყვანი, ზურაბ ბალანჩივაძე, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და ბოქსირებულ განყოფილებაში ინფიცირებულ ძმასთან ერთად თითქმის 3 კვირა გაატარა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

"სულ მანტერესებდა, როგორი ვიქნებოდი ასაკში და აწ უკვე ვიცი. წვერი ფორმაში მოსაყვანი, თმა შესაკრეჭი, წონაშიც გავედი ამასობაში, თუმცა ახლა ყველაზე სწრაფად კორონასშემდგომი უძილობის მოგვარება მინდა. მთელი ღამე ზეპირად მახსოვს, რომელ მხარეს რამდენ საათს "მეძინა". სულ რაღაცების ჩხვლეტა მახსენდებოდა. დილის 7-ისკენ დავნებდი და "გავიღვიძე". ასეა, მე უძილობა გამომყვა, ირაკლის ზურგის ტკივილიები, ვიღაცას კი სიცხე. როგორც ამიხსნეს, რეაბილიტაციის პროცესს ახლავს ეს ყველაფერი და გაივლის. მოკლედ, ამაზე არ ვნერვიულობ. უბრალოდ, გიზიარებთ.

სახლში შემოსვლისას, როგორც კი ჩანთები დავყარე, ეგრევე ავანთე შუქი, ავავსე წყალი და პირდაპირ ყვავილებს დავუსხი. საშინელ დღეში იყვნენ. დღეს მოიხედეს ცოტა. დავიწყეთ რეცხვა, ლაგება, ნაგვის გადაყრა. თითქოს პირველად შემოვედით სახლში. დღეს წამლების საყიდლად ვიყვით წასული და ეს ნემსი უნდა ვიკეთო მუცელში ორი კვირის განმავლობაში. ვიღაცებს გამოგიცდიათ და კი ბატონო, საერთოდ არაა მწარე და უმარტივესი რამაა. მთავარია, შედეგი მოაქვს.სხვათა შორის, გამიხარდა, რომ ვნახე, ხალხს ახლა უფრო სწორად უკეთია პირბადე, ვიდრე მანამდე. დისტანციას არ იცავენ, მაგრამ პირბადეების სწორად ტარებაც დიდი საქმეა და არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ბევრი ნაცნობ-მეგობარი მეუბნება, რომ აქეთ-იქით სიარულს მოუკლო და ესეც მიხარია. ერთი ორი თვე თუ გავუჭირვეთ და გამოვიკეტეთ, პიკის გადალახვის შემდეგ ისევ გამოვყოფთ ცხვირს გარეთ და ვითამაშებთ ასე დამალობანას, სანამ ან წამალი/ვაქცინა არ გამოჩნდება ან სანამ ყველა ნელ-ნელა არ მოვიხდით ზედმეტი ლოქდაუნისა და კოლაფსის გარეშე.რაღაც ძაან დიდაქტიკაში გადავიჭერი და მოდი, აღარ გვინდა... უბრალოდ, ვეცადოთ, არ გავაღიზიანოთ ერთმანეთი და არ ავუშალოთ ერთმანეთს ნერვები. ახლა მაინც.ჯანმრთელობა ყველას" - წერს ბალანჩივაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system