თავში

"ეს ნიშნავს, რომ პანდემია დასრულებულია" - კულუმბეგოვი

"ეს ნიშნავს, რომ პანდემია დასრულებულია" - კულუმბეგოვი
ეს ნიშნავს, რომ პანდემია დასრულებულია - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კორონავირუსის პანდემია დასრულებულად ჩაითვლება თუ ვაქცინაციის მოცვა მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწევს. 

მისივე თქმით, ქვეყნებში, სადაც არის ვაქცინაციის წარმატება უკვე მიღწეული და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა არ ხდება, იქ არის განცდა, რომ პანდემია დასრულებულია. 

"აქ ლაპარაკია, პანდემიამ თავზე არ დაგვამხოს ჯანდაცვის სისტემა და ჩვენი ქვეყანა არ ამოაგდოს საერთო რიტმიდან, რასაც ვხედავთ ამ ტალღებიდან გამომდინარე. 

მინდა, ეს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაიჯეროს, ჩვენ თუ მივაღწევთ, ვაქცინაციის მოცვის მაქსიმალურ მაჩვენებელს, არ მოვხვდებით კლინიკებში და მძიმე დაავადების განვითარების რისკებს შევამცირებთ, პრაქტიკულად, ეს ნიშნავს რომ პანდემია დასრულებულია. მსოფლიოს განვითარებული სამყარო ამას 2022 წლის გაზაფხულისთვის მიაღწევს და სამწუხაროდ, ჩვენ დაგვაგვიანდება, თუ ფეხს ვერ ავუბამთ ამ ყველაფერს,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system