თავში

ეს ნიშნები 3-4 კვირაში აშკარად გამოიკვეთება - კულუმბეგოვი

ეს ნიშნები 3-4 კვირაში აშკარად გამოიკვეთება - კულუმბეგოვი

ალგეროლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუვების ზეგავლენა ვირუსის გავრცელებზე 3-4 კვირაში გამოჩნდება.

მისი თქმით, ჯაჭვის სრულად გაწყვეტა ვაქცინის გარეშე შეუძლებელია. 

"3-4 კვირაში გამოჩნდება სტატისტიკის სტაბილიზაცია და მინიმუმ, მოკლება მაინც. სრული ჯაჭვის გაწყვეტას, ან სექტემბრამდე პერიოდში დაბრუნებას, ჩვენ ძალიან დიდი ხანი მოვუნდებით და აცრის გარეშე ვერ შევძლებთ, თუმცა პოპულაციური იმუნიტეტიც ყალიბდება. პირობითად, დღეში თუ 10 ათსამდე შემთხვევა გვაქვს, გამოდის რომ თვეში 300 ათასამდე იზრდება, ამიტომ 2-3 თვის განმავლობაში, ძალიან დიდი რაოდენობაა ჩვენი მოსახლეობის, პოპულაციური იმუნიტეტის გარკვეულ ზღვარსაც ვაღწევთ და შვედეთის მაგალითმაც აჩვენა, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელება იყო და მიაღწია 20%-ს, მკვეთრად დაიწყო შემთხვევების რაოდენობის შემცირება, თუმცა იქ ზაფხულიც დაემთხვა და ეს ბოლომდე დადგენილი არ არის, მაგრამ 15-20% იძლევა საშუალებას, რომ სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდეს და ვფიქრობ, ეს ნიშნები 3-4 კვირაში აშკარად გამოიკვეთება.- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

იხილეთ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system