თავში

ეს პატრიარქის ცხოვრების მთავარი წუხილი და ზრუნვაა - სალომე ზურაბიშვილი

ეს პატრიარქის ცხოვრების მთავარი წუხილი და ზრუნვაა - სალომე ზურაბიშვილი
ეს პატრიარქის ცხოვრების მთავარი წუხილი და ზრუნვაა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 ივლისს განვითარებული მოვლენები შეაფასა. ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მთავრობას შესაბამისი ზომები უნდა მიეღო, ხოლო სასულიერო პირებს მეტად უნდა შეეკავებინა თავი, რათა ამ ტიპის მოვლენები არ განვითარებულიყო. 

"ჟურნალისტებზე ამ ტიპის ძალადობა მიუღებელია. მე მგონი, შეიძლებოდა ამის აღკვეთა, როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშუეთში იქნებოდა ამ ტიპის შეხვედრა, საუბარი იყო ორ პარაკლისზე, მაგრამ რა პარაკლისი... მე გავიარე იქ, ეკლესიასთან იმ დილით და ვნახე, რომ ეს ხალხი, რომელიც იქ იყო, სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული. ამიტომ, ამის აკრძალვა, როდესაც ხარ ხელისუფლებაში და ხედავ, რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს სხვა რამეში, აუცილებელი არის. წესრიგის დაცვა არის პირველი მოვალეობა. 

სამწუხარო არის, რომ ეკლესიის ზოგმა წარმომადგენელმა ამაში მიიღო მონაწილეობა თუნდაც განცხადებებით. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ როცა ვიცით, პატრიარქის მთელი ცხოვრება როგორ იყო მიძღვნილი იმისკენ, რომ არანაირი დაპირისპირება არ მომხდარიყო, არც შიგნით, ეკლესიაში და არც საზოგადოებაში, ეს არის მისი მთავარი წუხილი და ზრუნვა. დღეს ეს რომ ხდება ეკლესიაში ალბათ ეს არის ძალიან დიდი წუხილი მისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system