თავში

ეს ყველას უნდა ხვდებოდეს თვალში - ნათია ფანჯიკიძე

ეს ყველას უნდა ხვდებოდეს თვალში - ნათია ფანჯიკიძე
ეს ყველას უნდა ხვდებოდეს თვალში - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით სამედიცინო სფეროს გადატვირთვას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

"ბევრი ადამიანი წუხს, რომ დროულად ვერ იღებს ექიმის კონსულტაციას, ამ უკანასკნელთა გადატვირთულობის გამო. თავის მხრივ ექიმებიც, როლებიც განუსაზღვრელი რაოდენობის არ გვყავს, გადაწვის საფრთხის წინაშე არიან. მოკლე სახელმძღვანელო კონსულტაციები, როგორ მოიქცეს ადამიანი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდის სხვადასხვა ეტაპზე და დაავადების მოსალოდნელი დინამიკის კვალდაკვალ, მოკლე ვიდეორგოლების სახით და მოკლე ტექსტების სახით (ზოგი აუდიალია და მოსმენით უკეთ იგებს, ზოგს წაკითხვა ურჩევნია) არ შეიძლება, რომ ჩაიწეროს და გავრცელდეს? გადიოდეს ტელევიზიებითაც (ყველას არა აქვს ინტერნეტი). რეკლამების სახით რომ გადიოდეს. ვიცი, ბევრი რამ არის ინტერნეტში და ბევრმა ექიმმა გააკეთა ეს, მაგრამ არ უნდა იყოს მოსაძებნი, - ყველას უნდა ხვდებოდეს თვალში და უნდა იყოს დადასტურებული, როგორც სანდო და კვალიფიციური. ასევე, არ უნდა იყოს ასი ვარიანტი, ადამიანებს შეჯამება და ამორჩევა უჭირთ. შეთანხმებული და შეჯერებული უნდა იყოს. მოკლედ 12 წლის ბავშვმაც უნდა გაიგოს, რა ქნას," - წერს ნათია ფანჯიკიძე Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system