თავში

"ეს რეკომენდაცია განსხვავდება წინა სეზონზე მოქმედისგან" - რას წერს მაია ბუწაშვილი

"ეს რეკომენდაცია განსხვავდება წინა სეზონზე მოქმედისგან" - რას წერს მაია ბუწაშვილი
ეს რეკომენდაცია განსხვავდება წინა სეზონზე მოქმედისგან - რას წერს მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

ექიმი გრიპისა და კოვიდის ვაქცინებს შორის შუალედის დაცვის წესის შესახებ წერს.

"აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მიერ 2021 წლის 27 სექტემბერს გამოქვეყნებული რეკომენდაციის თანახმად, წელს შეიცვალა გრიპის და კოვიდის ვაქცინებს შორის შუალედის დაცვის წესი. ახალი რეკომენდაციით ეს ორი ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს ერთდროულად, ანუ ერთი და იგივე ვიზიტზე, თუმცა სხვადასხვა ანატომიურ ლოკალიზაციაზე. ეს რეკომენდაცია განსხვავდება წინა სეზონზე მოქმედი რეკომენდაციისგან, რომლის თანახმადაც აუცილებელი იყო ამ ორ ვაქცინას შორის 2 კვირიანი შუალედის დაცვა", - წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system