თავში

"ეს სახიფათოა!" - გიორგი ფხაკაძე

"ეს სახიფათოა!" - გიორგი ფხაკაძე
ეს სახიფათოა! - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და ორგანიზაციის - "აკრედიტაცია საზღვრების გარეშე" პრეზიდენტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

მისი თქმით, "გრძელი კოვიდი" საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ქვეყანაში 30%-ზე მეტი უკვე ინფიცირებული იყო. 

გიორგი ფხაკაძე კოვიდგადატანილ ადამიანებს აფრთხილებს და ურჩევს, არ დაიწყონ თვითმკურნალობა, რადგან ეს სახიფათოა. 

"მოკლედ და კონკრეტულად - გრძელი კოვიდი არის საქართველოსთვის საკმაოდ დიდი საფრთხე. რატომ?! მოსახლეობის 30%-ზე მეტმა გადაიტანა ეს ვირუსი.

გამოსავალი: სამედიცინო პირბადე, 2- მეტრიანი დისტანცია, "ფაიზერის" ვაქცინა.

ეს ვერაგი არის დასამარცხებელი.

1890 რუსული "გრიპი", 1918 ესპანური "გრიპი", 2020 ჩინური "გრიპი" - ვხედავთ რომ არის ბევრი საერთო რამ ამ "გრიპებში", 

გავრცელების დიდი არეალი, გაზრდილი სიკვდილიანობა, დატოვებული სხვადასხვა დაავადებები.

გრძელი კოვიდი არის მისახედი. 

გამოსავალი: კოვიდ გადატანილი პაციენტი უნდა იყოს ფრთხილად და მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეს მკურნალ ექიმთან (მინიმუმ 1 წელი)

არ დაიწყოთ თვით მკურნალობა! ეს სახიფათოა! რეინფიცირების ალბათობა არის გადატანიდან 5-6 თვეში.

სამედიცინო პირბადე, 2 მეტრიანი დისტანცია,  "ფაიზერის" ვაქცინა", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system