თავში

ეს საკითხი სასინოდო არ არის - მეუფე სტეფანე ნინოწმინდის პანსიონზე

ეს საკითხი სასინოდო არ არის - მეუფე სტეფანე ნინოწმინდის პანსიონზე
ეს საკითხი სასინოდო არ არის - მეუფე სტეფანე ნინოწმინდის პანსიონზე

"ეს საკითხი სასინოდო არ არის. ეს საკითხი უფრო არის, ვთქვათ, კონკრეტული მიმართულებით მომუშავე ხალხის. ზოგ საკითხში გამოძიებაა. სინოდმა იქ რა უნდა გააკეთოს", - ამის შესახებ მეუფე სტეფანემ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ეს საკითხი ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის ნაწილია.

"ჯერ უნდა გავარკვიოთ რა ხდება, ფაქტობრივი მასალა. შევხედოთ, თუ საჭირო იქნება სინოდზეც იქნება.  სახალხო დამცველმა მიმართოს ეკლესიას. არ უთქვამს ეკლესიას, რომ არ შეუშვებს. გეგმაზომიერად მიმდინარეობს ეკლესიის დისკრედიტაცია და ეს ერთ-ერთი ნაწილია დისკრედიტაციის, ეს პირდაპირ ჩანს. მეუფე სპირიდონი წესიერი და პატიოსანი ადამიანია, ვიცი, რომ ბავშვები იქ ცუდად არ ცხოვრობდნენ, მაგრამ იქ რა ხდებოდა კონკრეტულად ეგ უკვე შევხედოთ", - ამბობს მეუფე სტეფანე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system