თავში

ეს შემაშფოთებელი პროგნოზია - პაატა იმნაძე

ეს შემაშფოთებელი პროგნოზია - პაატა იმნაძე
ეს შემაშფოთებელი პროგნოზია - პაატა იმნაძე

ზამთარს ისე ვხვდებით, რომ მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი - ეს არის ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება აგიზგიზდეს, ეს შემაშფოთებელი პროგნოზია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ომიკრონი", სავარაუდოდ, ერთ თვეში შემოაღწევს.

"ყველაზე მეტად ის გვაწუხებს, რომ ზამთარს ვხვდებით ისე, რომ მოსახლეობის მესამედია ორჯერადად აცრილი, ეს ძალიან გვაწუხებს. ამას თუ უახლოეს პერიოდში კოვიდგადატანილებსაც დავამატებთ, ვისაც დღეს აქვს იმუნიტეტი, ეს იქნება ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 60%-მდე. ჩვენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ვირუსის ამთვისებელია. ეს არის ძალიან დიდი ფიჩხი, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება ისევ აგიზგიზდეს. ჩვენ რომ 4 000-ს ჩამოვცდით ეს არაფერს ნიშნავს, ერთ-ორ კვირაში ისევ დაიწყება მატება და ეს შემაშფოთებელი პროგნოზია.

დაახლოებით ვიცით როდის მოაღწია კორონავირუსმა ჩინეთიდან, შტამმა ბრიტანეთიდან. დედამიწაზე სამწუხაროდ, ამის გაჩერება შეუძლებელია, ამიტომ ეს ყველა დროებითი ზომები ყველამ მიიღო, რათა მაქსიმალურად გადავწიოთ პერიოდი ქვეყანაში როდესაც ვირუსი შემოაღწევს. ჯერჯერობით ვიცით, რომ აცრა ამაზეც მუშაობს - რაც აფრიკიდან გვაქვს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა. ჩვენ გამალებული ურთიერთობა და დღეში რამდენიმე რეისი აფრიკასთან არ გვაქვს, როგორც იმ ევროპის ქვეყნებს, სადაც ჩავიდა სამხრეთ აფრიკიდან. ვნახოთ, დაახლოებით ერთი თვე უნდა გვქონდეს მარაგში, რომ წინასწარ ვიცოდეთ ზუსტად რასთან გვექნება საქმე", - განაცხადა პაატა იმნაძემ "პალიტრასთან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system