თავში

"ეს შესაძელებელია! ეს არის უპრეცედენტო მოვლენა!" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

"ეს შესაძელებელია! ეს არის უპრეცედენტო მოვლენა!" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე
ეს შესაძელებელია! ეს არის უპრეცედენტო მოვლენა! - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საფრანგეთში სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის უფლება მოხლოდ ორჯერადად ვაქცინირებულ პერსონალს აქვს. ამასთან, ფხაკაძის ინფორმაციით, დღეს საფრანგეთში 3000-მდე აუცრელი მუშაკი სამსახურში არ დაუშვეს. 

გიორგი ფხაკაძე პარალელს საქართველოსთან ავლებს და ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს.

"საფრანგეთში, 2021 წლის 15 სექტემბრიდან ყველა სამედიცინო დაწესებულების პერსონალს (სამედიცინო და არასამედიცინო) მუშაობის უფლება აქვს მხოლოდ კოვიდვაქცინით ვაქცინირების შემთხვევაში. 

დღეს 3000-მდე, ძირითადად მცირე და საშუალო რგოლის მუშაკი არ დაუშვეს სამსახურში და გაუშვეს “უხელფასო შვებულებაში”. ეს არის უპრეცენდენტო მოვლენა ევროპის ყველაზე ანტივაქსერულ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 81.7% უკვე ვაქცინირებულია (ჩემი ჩათვლით ).

საქართველოში, 2021 წლის 15 სექტემბრის მონაცემებით:ექიმების 58% - სრულად აცრილი,

ექთნების 50%-ის ფარგლებში - სრულად აცრილი.

უმცროს სამედიცინო პერსონალში - 35% სრულად აცრილი.

სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალის 50%-მდე სრულად აცრილია.

ფარმაცევტების რამდენი პროცენტია აცრილი, არავინ იცის!

კოვიდგავრცელების ყველაზე დიდი წყაროები საქართველოში, პანდემიის პირველივე დღიდან (მარნეული გაიხსენეთ), არიან სამედიცინო დაწესებულებები და ეს არის სამწუხარო ფაქტი!სამწუხაროდ, ყველაზე დიდი ანტივაქსერული მოძრაობა ქვეყანაში მოდის ზუსტად, ჩემი კოლეგებისგან (გადახედეთ ამ ბოლო დროს ზოგიერთი ჩემი კოლეგის პოსტს… და ზემოთ აცრების სტატისტიკას).გვეყოს თავის მოტყუება!მოვითხოვოთ სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაციადიახ, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, აპოლიტიკური, არაკორუმპირებული და არასახელწიფოებრივი (კორუფცია და ნეპოტიზმი თავიდან რომ ავიცილოთ)!

მოვითხოვოთ (აკრედიტაციით დავნერგოთ) ექიმებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების მინიმუმ 50 კრედიტქულა წელიწადში და ექთნებისთვის - 25 კრედიტქულა წელიწადში!

საქართველოში ჩვენ გვინდა ხარისხიანი სამედიცინო დაწესებულებები არა -რაოდენობრივ ჯანდაცვას!

კი, ხარისხიან ჯანდაცვას!

ეს შესაძლებელია!მივცეთ დაწესებულებებს 6 თვე, რომ გაიარონ დამოუკიდებელი, არასავალდებულო აკრედიტაცია და ვინ არ ან ვერ გაივლის, უბრალოდ, საჯაროდ ვთქვათ, რომელი სამედიცინო დაწესებულება არის უსაფრთხო და რომელი არა. ეს შესაძლებელია" - წერს ფხაკაძე. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system