თავში

ეს შეთქმულების თეორიაა - გია ხუხაშვილი

ეს შეთქმულების თეორიაა - გია ხუხაშვილი
ეს შეთქმულების თეორიაა - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქმეში მთავარი გამოწვევა სავარაუდო თვითმკვლელობის მოტივის დადგენაა.

“კარგია, რომ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება. ახლა ძიებისთვის მთავარი გამოწვევაა სავარაუდო თვითმკვლელობის მოტივის დადგენა. ოღონდ არა იმ მეთოდებით, რასაც ქვია ყვავი-ჩხიკვის ბებიას ტელეეთერებში პროწიალი.
ეს ეჭვებს კი არ აქრობს, არამედ უფრო აძლიერებს. რაც შეეხება წამლების შეძენას. ეს სერიოზული არგუმენტია, მაგრამ რჩება ვერსია, რომ ვინმე “ახლობელს” სცენარის მიხედვით და თვითმკვლელობის ინსცენირებისთვის ეთხოვა მისთვის წამლების ყიდვა და მისი “ახლობლისთვის” მიტანა ზუსტად იმ სოფელში, სადაც ის მოძრაობდა. კადრებში ჩანდა, რომ ის რაღაც ადგილს ეძებდა. ეს შეთქმულების თეორიაა. თუმცა დასაშვები, სანამ საპირისპიროს არ დაამტკიცებს პროკურატურა”, –
წერს ხუხაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system