თავში

ეს სირცხვილი ქვეყანას დარჩება ლაქად! - ელენე ხოშტარია

ეს სირცხვილი ქვეყანას დარჩება ლაქად! - ელენე ხოშტარია
ეს სირცხვილი ქვეყანას დარჩება ლაქად! - ელენე ხოშტარია

წერს პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა სულაც არ არის პრივილეგია. 

როგორც ხოშტარია განმარტავს, სააკაშვილისთვის სამოქალაქო კლინიკაში განთავსებაზე უარის თქმა შერჩევითი უკანონობაა. 

."კარგად მახსოვს პარლამენტში ციხეების მინისტრი თავს რომ იქებდა, სამოქალაქო კლინიკებში პაციენტების გადაყვანის მექანიზმი ავაწყვეთო და სტატიატიკა მოყავდა რამდენი გადაყავდათ ციხიდან. ნახეთ რა ჰუმანურები ვართო. 

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არანაირი პრივილეგია არაა, პირიქით არგადაყვანა არის შერჩევითი უკანონობა და შურისძიება. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ეს სირცხვილი დარჩება ქვეყანას ლაქად!" - წერს ხოშტარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system