თავში

ეს სიტყვა სიკვდილივით აშინებთ, უინტელექტობის და გონებაშეზღუდულობის ბრალია - პეტრე კოლხი

ეს სიტყვა სიკვდილივით აშინებთ, უინტელექტობის და გონებაშეზღუდულობის ბრალია - პეტრე კოლხი
ეს სიტყვა სიკვდილივით აშინებთ, უინტელექტობის და გონებაშეზღუდულობის ბრალია - პეტრე კოლხი

დღეს ვაიქართველები პატრიოტიზმს იბრალებენ, სინამდვილეში ურაპატრიოტიზმის რქებით აწვებიან რკინის მონოლითს და მათი ბრძოლა ჩანასახშივე განწირულია,- ამის შესახებ დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს სიტყვა ლიბერალიზმი სიკვდილივით აშინებს, რაც უინტელექტობის, გონებაშეზღუდულობის და ფანატიზმის ბრალია…

„ქართველი ერის სახელმწიფოებრივი აზროვნება ლიბერალიზმის ხაზზე გადის. მის გარეშე საკუთარი სამშობლოს თვითმყოფადობა, კულტურა, ენა და სარწმუნოება დამახინჯებული, მეტიც წაშლილი იქნებოდა…

მსოფლიო ყველაზე მეტად დააკონსერვა, გააქვავა არაჰუმანურმა მიდგომებმა.

რელიგია, ქრისტეს მოძღვრება ჰუმანიზმზეა აღმოცენებული და მისი მთავარი პრონციპი მიტევებაა…

ჩვენი ქვეყნის ლიბერალიზმი ილია ჭავჭავაძის პიროვნებიდან იღებს დასაბამს… მასთან ერთად ნათელ და თავისუფალ მომავალს ქმნიდნენ- ნიკო ნიკოლაძე, არჩილ ჯორჯაძე…

დღეს ვაიქართველები პატრიოტიზმს იბრალებენ, სინამდვილეში ურაპატრიოტიზმის რქებით აწვებიან რკინის მონოლითს და მათი ბრძოლა ჩანასახშივე განწირულია…

ილია მართლის ხატს ეთაყვანებიან და მის მიდგომებს გმობენ… გარდა იმისა, რომ უწიგნურები და ბნელები არიან, არიან ფარისევლებიც…

თავი ილიაზე დიდ მამულიშვილად წარმოუდგენიათ და სინამდვილეში სულიერად მათი მემკვიდრეები არიან, ვინც ილიას წიწამურთან ესროლა…

დღეს ამ ტიპის დეგრადირებული აზროვნების ადამიანები კვლავ აგრძელებენ ილიას მკვლელობას, ოღონდ მის ხატს მაინც ეთაყვანებიან…

მე ლიბერალი ვარ, ილიას, ნოკოლაძის, არჩილ ჯორჯაძის, ვაჟა-ფშაველას სულიერი მემკვიდრე და ამ პრინციპს არაფრის ფასად არ დავთმობ…

დღეს კი ილიას ხედვა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს… წყვდიადი უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში და მეტ სინათლეს შევეგებო,“ – წერს პეტრე კოლხი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system