თავში

"ეს სულაც არ არის ტრაგედია" - ცერცვაძე

"ეს სულაც არ არის ტრაგედია" - ცერცვაძე
ეს სულაც არ არის ტრაგედია - ცერცვაძე

"ახალი შტამის გამო არავითარი პანიკა არ არის საჭირო", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მოსახლეობა უნდა შეეგუოს იმას, რომ ახალი შტამი ყველგან თუ გავრცელდა, საქართველოშიც გავრცელდება.

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გეგმურად და მიზანდასახულად ის, რასაც აქამდეც ვაკეთებდით და ამას დაემატოს საკარანტინო ღონისძიებები იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებზე, სადაც "ომიკრონი" ყველაზე მეტად არის გავრცელებული. თუმცა, ეს დროებითი ზომაა. იმიტომ, რომ თუ ეს შტამი ევროპის ყველა ქვეყანაში და აშშ-ში გავრცელდა, საკარანტინო ღონისძიებების ყველას მიმართ განხორციელება შეუძლებელი იქნება. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ თუ ეს შტამი ყველგან გავრცელდა, საქართველოშიც გავრცელდება. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სულაც არ არის ტრაგედია. დაცვის უნივერსალური საშუალება, პირველ რიგში, არის პირბადე, რაც 100%-ში იცავს, როგორც "დელტა", ისე ახალი და ნებისმიერი შტამისგან", – განაცხადა ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system