თავში

"ეს თემა საზოგადოებაში ბევრს აშინებს" - ნატა ასათიანი

"ეს თემა საზოგადოებაში ბევრს აშინებს" - ნატა ასათიანი
ეს თემა საზოგადოებაში ბევრს აშინებს - ნატა ასათიანი

განათლების ფსიქოლოგის ნატა ასათიანის განცხადებით, აუცილებელია მუშაობა იმაზე, რომ საზოგადოებამ სწორად აღიქვას, რა არის სქესობრივი განათლება და რა თემებს მოიცავს ის.

"დღესდღეობით, ორი მიმართულებით უნდა მიდიოდეს აქტიურად მუშაობა - ერთი, რომ განათლების სისტემამ უნდა გააცნობიეროს და აიღოს პასუხისმგებლობა ახალგაზრდებზე, ბავშვებზე და მათ ინფორმირებაზე. ეს ასეც არის, რეალურად, ჩვენ თუ ჩავხედავთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, თუმცა, პრაქტიკაში როგორ ხორციელდება, ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ.

და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების და კვალიფიციური სპეციალისტების როლი, რომ დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ რას ნიშნავს სქესობრივი განათლება. ამ ორი სიტყვის ერთად მოაზრებაც კი გვაშინებს საზოგადოებას, ეს აშინებს საზოგადოებას ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც პატრიარქალური საზოგადოებაა, სადაც არის რელიგია და ეკლესია ძლიერი.

სქესობრივი განათლება ეს არის რეპროდუქციული ჯანმრთელობით დაწყებული, გაგრძელებული სქესობრივი დაავადებების გავრცელების შესახებ ინფორმაციით, არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება, ინფორმაცია იმაზე, რომ სხეული მისია და არავის აქვს უფლება თვითნებურად შეეხოს მისი ნების გარეშე, უფრო ადრეულ ასაკში საუბარი იმაზე, რა არის კარგი საიდუმლო და ცუდი საიდუმლო, რა არ უნდა იყოს საიდუმლო და ა.შ," - განაცხადა ნატა ასათიანმა "რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system