თავში

ეს წარმოადგენს სიცრუეს, ჭეშმარიტ სიცრუეს! - ლევან რატიანის საგანგებო განცხადება

ეს წარმოადგენს სიცრუეს, ჭეშმარიტ სიცრუეს! - ლევან რატიანის საგანგებო განცხადება
ეს წარმოადგენს სიცრუეს, ჭეშმარიტ სიცრუეს! - ლევან რატიანის საგანგებო განცხადება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაიცა იმის შესახებ, რომ ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე კლინიკაში შეყვანის დროს გარდაცვლილი იყო. 

"მინდა მოსახლეობას განვუცხადო დღეს არსებული ინფორმაცია მეგი ბაქრაძესთან დაკავშირებით. არ ვაპირებდი ამ მტკივნეულ თემაზე განცხადების გაკეთებას, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ ის ინფორმაცია, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდება, არ წარმოადგენს არანაირ ჭეშმარიტებას, რომ ქალბატონი მეგი, რომელიც ჩვენს კლინიკაში იყო შემოყვანილი 18:03-19:45 წუთზე, ის იყო სამწუხაროდ მიცვალებული, ეს ჭეშმარიტ სიცრუეს წარმოადგენს.

ქალბატონი მეგი ჩვენთან გადმოყვანილი იყო 19:45 წუთზე, იმ ამ დროს იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არადინამიკური. ის შემოყვანიდან რამდენიმე წუთში გავსინჯეთ მე და ქალბატონმა ქეთიმ.

შემოყვანისას პაციენტთან იყო გულისცემა, არტერიული წნევა შენარჩუნებული იყო მეგადოზებით. წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰემოდინამიკას. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ეს გამოწვეული იყო ე.წ. პოსტრეანიმაციული დაავადებით. ამ შეუქცევადმა პროცესმა კი რამდენიმე საათში გამოიწვია ბიოლოგიური სიკვდილი. ეს თემა ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია,"- განაცხადა ლევან რატიანმა. 

მისი განცხადებით, სიკვდილი დგება, როცა გული ჩერდება და კლინიკაში შემოყვანისას პაციენტს გულისცემა ჰქონდა და არტერიული წნევა შენარჩუნებული პრეპარატების მეგადოზებით. რატიანის განცხადებით, შეუქცევადმა პროცესმა რამდენიმე საათში გამოიწვია პაციენტის გარდაცვალება.

მან ასევე განმარტა, რომ არცერთი კვლევით ექთანს არც ანემია და არც კორონავირუსი არ უდასტურდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system