თავში

ეს ცუდი პოზიცია იყო, რამაც ახალგაზრდები გაათამამა - ცერცვაძე

ეს ცუდი პოზიცია იყო, რამაც ახალგაზრდები გაათამამა - ცერცვაძე
ეს ცუდი პოზიცია იყო, რამაც ახალგაზრდები გაათამამა - ცერცვაძე

ცუდი პოზიცია იყო, რომ კოვიდი მხოლოდ ხანდაზმულების დაავადებაა. სწორედ ამიტომ საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილი ზედმეტად გათამამდა და არ იცავდა რეგულაციებს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ისგან გამოწვეული გართულებები საფრთხეს უქმნის როგორც ხანდაზმულებს, ასევე ახალგაზრდებს.

რაც შეეხება 19 წლის პაციენტის საკითხს, ცერცვაძე ამბობს, რომ აღნიშნულ შემთხვევას დღეს განიხილავენ.

„კონკრეტულად 19 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ შეგვისწავლია იმიტომ, რომ ეს ჩვენთან არ მომხდარა. დღეს ვაპირებთ ამის გარჩევას. ჩვენ გვესმოდა 32, 34, 36, 15 წლის პაციენტების გარდაცვალების შემთხვევები, ახლა 19 წლის. ზოგადად, ასეთი ტენდენციაა მსოფლიოში, ეს ყოველთვის იყო. ზოგიერთი ამბობდა, ცუდი პოზიცია იყო, რომ კოვიდი მხოლოდ ხანდაზმულების დაავადებაა, ის საფრთხეს არ უქმნის ახალგაზრდებს. ამან ცუდი სამსახური გაუწია საზოგადოებას, რადგან სწორედ ამიტომ საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილი ზედმეტად გათამამდა და არ იცავდა რეგულაციებს და არ ფიქრობდა იმაზე, რომ თვითონ შეიძლება მსუბუქად გადაიტანოს, თუმცა ოჯახში ხანდაზმულ ადამიანებს უქმნის საფრთხეს.

ახლა მარტო ხანდაზმულ ადამიანებზეც არაა საქმე, თვითონ ახალგაზრდებს ექმნებათ საფრთხე. არის კოვიდის გართულებები, გულის უეცარი გაჩერება და სხვა გართულებები, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ახალგაზრდებს, ისე ასაკოვნებს. ეს ახალი არ არის, უბრალოდ რადგან ჩვენთან შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, ასეთ შემთხვევებიც გამოჩნდა, თორემ ეს ყოველთვის იყო.

მაგალითად, ამერიკის ოფიციალური მონაცემებით, ამერიკაში გარდაცვლილთა 20 პროცენტი 60 წელზე ახალგაზრდაა. ჩვენთან ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალება მაინც იშვიათია, ვიდრე უცხოეთში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system