თავში

"ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სახელწიფოსთვის" - პრეზიდენტი

"ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სახელწიფოსთვის" - პრეზიდენტი
ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სახელწიფოსთვის - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა. 

პრეზიდენტმა ლაურეატებს სახელმწიფოს მიერ მათი შრომისა და ღვაწლის აღიარება მიულოცა, კომისიის თავმჯდომარეებსა და წევრებს კი თავდაუზოგავი შრომისათვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო კომისიის თავჯდომარეებსა და წევრებს მათ მიერ გაწეული ძალიან დიდი შრომისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ამ პროცესის მიმართ არანაირი კითხვა არ არსებობდეს.

მეცნიერება, კულტურა, ცოდნა და შემოქმედება - ეს არის ის, რაც დღეს გვაერთიანებს და ამდენად, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ დარგებისთვის რაში გაიცემა ეს პრემიები, არამედ სახელწიფოსთვის, ამიტომ ვფიქრობ, რომ სამომავლოდ კიდევ უნდა ვიფიქროთ თუ როგორ მივცეთ კიდევ მეტი წონა ამ პრემიებს, რათა კიდევ უფრო გამყარდეს ამ პრემიების მნიშვნელობა.

ეს პრემიები მართლა შევა ჩვენს ისტორიაში, როგორც სახელმწიფოს მიერ თითოეულ დარგში ამ ადამიანების ღვაწლის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი.

ეს თითოეული ნომინანტის პატივისა და ნდობის ნიშანი და მათი შემოქმედების და შრომის ძალიან დიდი აღიარებაა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system