თავში

ეს უკვე წარსულში დარჩა - ცერცვაძე

ეს უკვე წარსულში დარჩა - ცერცვაძე
ეს უკვე წარსულში დარჩა - ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის კუთხით აქტივობა იზრდება, თუმცა აცრილი მოსახლეობის რაოდენობით წამყვან ქვეყნებს ჩამორჩება.

მისი ინფორმაციით, საქართველოში მოსახლეობის მოლოდ ხუთი პროცენტია აცრილი, რაც საკმარისი არ არის.

„ვიცით, რომ საქართველოში გვიან დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ტემპები თანდათან ძლიერდება, მოსახლეობამ დაძლია სერიოზული სკეპტიციზმი, არაჯანსაღი ძალების პროპაგანდა, რომ ვაქცინაცია, შესაძლოა, სახიფათო იყოს, მოჰყვეს გართულებები, რომლის მართვისთვისაც ქვეყანა მზად არ არის. ეს უკვე წარსულში დარჩა, მოსახლეობამ ირწმუნა, რომ ეს ასე არ არის.

სამწუხაროდ, ვაქცინაციის დაწყებიდან პირველივე დღეებში იყო გართულება, თუმცა მას შემდეგ გართულება თუ ფიქსირდებოდა, სიცოცხლისთვის არასაშიში გართულებები, ძალიან წარმატებით მართავდნენ სავაქცინო პუნქტებში. ვაქცინაციის კუთხით ჩვენ კარგი პერსპექტივები გვაქვს, თუმცა დღეისთვის სერიოზულად ჩამოვრჩებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს. სულ მოსახლეობის მხოლოდ ხუთი პროცენტია ვაქცინირებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system