თავში

,,თვალი არ გატყუებთ, ეს უმსგავსობა ეკლესიაში ხდება" - დეკანოზი ილია - PHOTO

,,თვალი არ გატყუებთ, ეს უმსგავსობა ეკლესიაში ხდება" - დეკანოზი ილია - PHOTO
,,თვალი არ გატყუებთ, ეს უმსგავსობა ეკლესიაში ხდება - დეკანოზი ილია  - PHOTO

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ვანდალური ფაქტის შესახებ წერს და ეკლესიის ფოტოებს აქვეყნებს, რომელშიც საცხოვრებელია მოწყობილი.

,,თვალი არ გატყუებთ, ეს უმსგავსობა წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სოფელ ახატნის მცირე ეკლესიაში ხდება.

კომპლექსში ორი ეკლესიაა, უმოქმედო მცირე ეკლესიაში (ფოტოზე მარცხნივაა) კი ვიღაცამ საცხოვრებელი მოიწყო. 

საკურთხეველი შეშის საწყობადაა ქცეული. საპატრიარქო, როგორც მესაკუთრე არ უფრთხილდება და ყურადღებას არ აქცევს ძველ ეკლესიებს ეს არახალია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსაც სძინავს. 

არანაირი ინსპექტირება, არანაირი მონიტორინგი, ეროვნული საუნჯე ბედის ანაბარადაა მიტოვებული.

P. S. დიდ ეკლესიაში, რომელიც მოქმედია და უნიკალური მე-12 საუკუნის ფრესკებითაა შემკული, ზედ წმინდანთა გამოსახულებებზე ვანდალურად და მკრეხელურად დაჭედებულია ლურსმნები და დაკიდულია ხატები, წარმოგიდგენთ ფოტომასალას", - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system