თავში

ეს უნდა იყოს განსჯის საგანი და ადამიანებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა - ბიძინა კულუმბეგოვი

ეს უნდა იყოს განსჯის საგანი და ადამიანებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა - ბიძინა კულუმბეგოვი
ეს უნდა იყოს განსჯის საგანი და ადამიანებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ვაქცინის არარსებობის პირობებში, ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა არასწორია. 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ სათანადოდ არ იაქტიურა ვაქცინასთან დაკავშრებით, რაც სერიოზული განსჯის საგანი უნდა იყოს. 

"უვაქცინობის ფონზე ქვეყნის გახსნა არის ძალიან დიდი რისკი და ეს მიმაჩნია აბსოლუტურად არასწორ გადაწყვეტილებად. ჯერ ქვეყანაში უნდა ყოფილიყოა ცრილი მინიმუმ 100 000 ადამიანი, რომ ჩვენ შეზღუდვების ასეთ ლიბერალურ მოხსნაზე გვეფიქრა. ეს არის ის შეცდომა, რამაც, შეიძლება, ჩვენ ისევ უკან დაგვაბრუნოს და შეზღუვების საჭიროების წინაშე დაგვაყენოს. ვაქცინა რომ არ შემოდის ქვეყანაში, ეს წმინდად "კოვაქსის" მიზეზით ხდება, მაგრამ სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა ძალიან ბევრი და მეტად პროექტიული ქმედება იგივე "კოვაქსთან", არ განახორციელა აქტიური ქმედებები ხელისუფლებამ და ეს უნდა იყოს აქტიური განსჯის საგანი, ადამიანებს ამის გამო უნდა დაეკისროთ პასუხისმგევლობა, რადგან თითოეული დღე ვაქცინის გარეშე ითარგმნება ადამიანების სიცოცხლეში" - აცხადებს კულუმბეგოვი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system