თავში

"ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა" - გიორგი ფხაკაძე

"ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა" - გიორგი ფხაკაძე
ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპექრტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

პროფესორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ მაღალეფექტური ვაქცინების შედეგად კორონავირუსი დამარცხების გზაზეა.

"ციფრები ჯიუტია.

ნახეთ ისრაელი და დიდი ბრიტანეთი ... ორივე ქვეყანაში კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი უკვე დომინანტია და რას ვხედავთ?! - სიკვდილიანობა ორივე ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. რატომ?! - მაღალეფექტური ვაქცინების შედეგად.

ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. მაგრამ, ვინ დაამარცხებს პირველი, ეს არის მთავარი და გვახსოვდეს, ვინც დაამარცხებს, ის მიიღებს ეკონომიკურ "ბონუსებს".

საქართველოში ჩვენ ჩვენს თავს თუ არ მივხედავთ (ჯერჯერობით, რა ვიცი), ევროპელი და ამერიკელი მეგობრები სექტემბრიდან/ოქტომბრიდან მოგვხედავენ.

ყველაფერი კარგად იქნება. ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system