თავში

"ესენი არიან სათამაშოები" - მეუფე სტეფანე

"ესენი არიან სათამაშოები" - მეუფე სტეფანე
ესენი არიან სათამაშოები - მეუფე სტეფანე

მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირებების შესახებ საუბრობს.

მეუფე ამბობს, რომ ამ ადამიანებს საქართველოს ეკლესიის გახლეჩით დაინტერესებული პირები მართავენ.

"კონკრეტულად ვერ დავასახელებ, თუმცა მე გარკვეული აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით. მე უკვე ვთქვი, რომ ესენი არიან სათამაშოები. ანუ, ისინი თავად არიან მართული ადამიანები, რომლებსაც თვითონაც შეიძლება არ აქვთ გათვითცნობიერებული, თუ რას აკეთებენ. თუმცა, არის ის ძალები, რომლებსაც აქვთ ინტერესი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გახლეჩისა და შეიძლება ამის გამოყენებისა როგორც დეტონატორი მსოფლიო მართლმადიდებლური პრობლემებისთვის.

თუ ისინი გააგრძელებენ ამ მოქმედებებს, მერე უფრო გამოიკვეთებიან, ჯერ არაფერს ვიტყვი," - თქვა მიტროპოლიტმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system