თავში

ესეც ჩემი საჯარო ბოდიში - ნინი შერმადინი

ესეც ჩემი საჯარო ბოდიში - ნინი შერმადინი
ესეც ჩემი საჯარო ბოდიში - ნინი შერმადინი

მომღერალი ნინი შერმადინი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ მშობლები გარდაეცვალა, დედასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

მომღერალი წერს, რომ ნანობს ყველა უხეშ სიტყვას, რაც კი დედის მისამართით ოდესმე უთქვამს. 

"ალბათ ყველას გიუხეშიათ დედასთან, გაბსაკუთრებით იმ ასაკში როცა თავის დამკვუდრებას ვცდილობდით ან ცდილობთ... მებევრჯერ მიუხეშია... "აუ კაი რა დეეე, მე ვიცი ჩემის საქმის, დამანებე თავი, ნუ მახსენებ ისედაც მახსოვს, არ მინდა, არ მეცალა და ვერ გიპასუხე.." ეს ყველაფერი ჩემი სიტვებია... მართალია ძალიან იშვიათად ხდებოდა ეს მაგრამ ხდებოდა. დედაჩემი სინანულით შემომხედავდა და მეტყოდა არ თვა დედიკო მასე თორე მერე გული დაგწყდებაო... რათქმაუნდა მართალი აღმოჩნდა ამჯერადაც...

მოეეფერეთ დედიკოებს სანამ ცოცხალი გყავთ. დაუჯერეთ მაშინაც კი როცა გგონიათ რომ ცდება. თურმე დედა ერთადერთია ვინც არ ცდება. დღეს ყველა ჩემი ნათქვამი სიტყვა გულზე მხვდება, ყველაფერი მახსენდება როდის გავაბრაზე და რა ცუდი გოგო ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრს ვეფერებოდი სინანულის გრძნობას ვერ ვიშორებ. ამ სტატუსს იმიტომ ვწერ რომ იგივე არ იგრძნოთ. მოეფერეთ დედებს სანამ დრო გვაქვს. ღმერთმა ყველას 100 წელი გიმყოფოთ თქვენი დედიკოები. ესეც ჩემი საჯარო ბოდიში თუ აღსარება. იქნებ ესე მომეშვას მაგრამ არა მგონია...

დე მიყვარხარ და ძალიან მენატრებით...

მამას არასდროს შევპასუხებივარ ალბათ მამას გოგო ვიყავი და მაგიტომ ..." - წერს მომღერალი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system