თავში

სამტრედიაში გარდაცვლილი ბიჭი წესის აგების გარეშე დაკრძალეს

სამტრედიაში გარდაცვლილი ბიჭი წესის აგების გარეშე დაკრძალეს
სამტრედიაში გარდაცვლილი ბიჭი წესის აგების გარეშე დაკრძალეს

სამტრედიაში, ავარიის შედეგად გარდაცვლილი 24 წლის შაკო ბარამიძე წესის აგების გარეშე დაკრძალეს.

გარდაცვლილს  წესი არც ერთმა სასულიერო პირმა არ აუგო, მიზეზი კი, გარდაცვლილის ე.წ. "ბიბლიური თავისუფლების" წევრობა გახდა.

საუბარია პარტია "გირჩის" მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზე, რომელიც მღვდელმსახურის მოწმობას ნებისმიერ მსურველზე გასცემს. ამ გზით ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან.

"გირჩმა" ავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის მოწმობა გააუქმა, იმისთვის რომ წესის აგებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილიყო, თუმცა 24 წლის ბიჭისთვის წესის აგებაზე ეკლესიამ მაინც უარი განაცხადა. 

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის მეუფე საბას თქმით, წესის აგებაზე შესაძლოა სინოდის სხდომაზე იმსჯელონ, თუმცა უცნობია, როდის გაიმართება სინოდის სხდომა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system