თავში

"ეშმაკეული ადამიანი იყო მოსული ჩვენთან, საშინლად იქცეოდა" - დეკანოზი შალვა კეკელია

"ეშმაკეული ადამიანი იყო მოსული ჩვენთან, საშინლად იქცეოდა" - დეკანოზი შალვა კეკელია
ეშმაკეული ადამიანი იყო მოსული ჩვენთან, საშინლად იქცეოდა - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქადაგებისას გაიხსენა შემთხვევა, როდესაც, მან ორ მღვდელთან ერთად ჯანმრთელობის სავარაუდო გამოწვევების მქონე ადამიანის დაჭერას სცადა და მას ნაკურთხი წყალი მიასხა.

აღნიშნულ ადამიანს ის ეშმაკეულს უწოდებს და ამბობს, რომ ნაკურთხი წყლის მიპკურებისას ის სახეს იფარავდა. 

"ეშმაკი კრთის, კანკალებს და ეშინია ამ საოცარი ძალის [ნაკურთხი წყლის] და ერთხელ ჩვენ გვქონდა ესეთი შემთხვევა, ეშმაკეული ადამიანი იყო მოსული ჩვენთან და მაშინ მე, მამა საბა და მამა იოანე ერთად ვიყავით ოთახში და ეშმაკეული საშინლად იქცეოდა, ვერ ვიჭერდით ვერანაირად და ერთადერთი რითაც ამ ადამიანს, იყო წყალი და წყალს რომ ვასხავდით სახეს იფარავდა, იმდენად ეშინოდა ამ ნაკურთხი წყლის და ესეთი ძალა აქვს მას, რომ ყველას ეშინია ამ წყლის და ძალიან დიდი ძალის არის ნაკურთხი წყალი. საოცარი ძალა აქვს მას" - ამბობს კეკელია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system