თავში

"ეს იქნება ნიშანი, რომ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოკდაუნზე" - ეკატერინე ტიკარაძე

"ეს იქნება ნიშანი, რომ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოკდაუნზე" - ეკატერინე ტიკარაძე
ეს იქნება ნიშანი, რომ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოკდაუნზე - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს აცდება, შეზღუდვების გამკაცრებებზე საუბარი დაიწყება.

„მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა, დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4 პროცენტს აცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოკდაუნზე, დახურვებზე, შემდეგ გამკაცრებებზე. ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი, ჩვენი სურვილია, ეფექტური მართვის პირობებში არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system