თავში

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ქმარი სამშობლოში დაბრუნდა - VIDEO

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ქმარი სამშობლოში დაბრუნდა - VIDEO
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ქმარი სამშობლოში დაბრუნდა - VIDEO

ესპანეთში, ერთი თვის წინ, კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ცირა ალიხანაშვილის ქმარი სამშობლოში დაბრუნდა.

კაცს, რომელიც 2 კვირის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდა, სამტრედიაში, საცხოვრებელ სახლთან 5 შვილი და ოჯახის ახლობლები დახვდნენ. შვილებიდან უფროსი 13 წლისაა, ყველაზე პატარა კი 1 წლის.

ცირა ალიხანაშვილი, ესპანეთში, მეუღლესთან ერთად 2 მარტს სამკურნალოს წავიდა, მას საქართველოში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

34 წლის ქალი, მადრიდის სასაფლაოს აკლდამაში დაკრძალეს. ქმარი მის დაკრძალვას ესპანეთში შემოღებული საკარანტინო აკრძალვების გამო ვერ დაესწრო. მას, მხოლოდ და მხოლოდ, იმ აკლდამის ნომერი გადასცეს, სადაც მისი ცოლი დაასაფლავეს.

ცირას ოჯახმა უარი თქვა კრემაციაზე. მათ მიცვალებულის საქართველოში გადმოსვენებაში დახმარების თხოვნით ესპანეთში საქართველოს საელჩოს მიმართეს. თუმცა, როგორც საელჩოში განუმარტეს, ესპანეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილების თანახმად, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს ან კრემაციას უტარებენ, ან ესპანეთშივე კრძალავენ. ოჯახის წევრებს კი მხოლოდ 5-6 წლის შემდეგ შეეძლებათ მათი სამშობლოში გადასვენება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system