თავში

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - განახლებულია

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვ
ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - განახლებულია

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. გარდაცვლილი 74 წლის ქალბატონია - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"სამწუხაროდ, ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამოქალაქე, 74 წლის ქალბატონი, რომელიც იყო ქრონიკული დაავადებით დაავადებული. ჩვენ პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურების მოგვარებში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, დიპლომატიური სამსახურების წარმომადგნლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

„შექმნილია ცხელი ხაზი, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად დაზუსტებული და განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ თანამოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system