თავში

31 ოქტომბერს ამინდი მკვეთრად გაუარესდება

31 ოქტომბერს ამინდი მკვეთრად გაუარესდება
31 ოქტომბერს ამინდი მკვეთრად გაუარესდება

31 ოქტომბერს, საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. ქვეყნის უმეტეს ნაწილში წვიმაა მოსალოდნელი. ნალექი იქნება თბილისშიც, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსამდე გათბება.

იწვიმებს ბათუმში, ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც +19 გრადუსი სითბო იქნება.

წვიმაა ნავარაუდები ქუთაისშიც. ტემპერატურა +17 გრადუსამდე გათბება.

ნალექიანი ამინდი იქნება თელავშიც. ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსს მიაღწევს, ლაგოდეხში +18 გრადუსი იქნება, სიღნაღში კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექიანი ამინდი იქნება მესტიაში, ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება. ცაგერში +17, ბახმაროში კი +4 გრადუსი სითბო და წვიმა იქნება.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system