თავში

კახეთში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - VIDEO

კახეთში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - VIDEO
კახეთში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - VIDEO

თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე, მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შესახებ Report.ge-ს ფაქტის თვითმხილველმა აცნობა.

"შემთხვევა ქალაქის ცენტრში, მოედანზე მოხდა. მანქანა იყო გაჩერებული კორპუსის წინ. აქვე კლინიკა და სავაჭრო ცენტრია. გაჩერებულ მანქანას ცეცხლი მოეკიდა. როგორც ამბობენ მანქანა გაზზეა. სპეციალისტები გვირჩევენ, შემთხვევის ადგილს მოვერიდოთ და მანქანებიც მოვარიდოთ. მანდ აფეთქება რომ მომხდარიყო ამოწყდებოდა ხალხი", - განუცხადა report.ge-ს თვითმხილველმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ერთი ჯგუფი მუშაობდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system