თავში

ე.წ. ლურჯის ვეშაპის მსხვერპლის დედა მშობლებს აფრთხილებს

ე.წ. ლურჯის ვეშაპის მსხვერპლის დედა მშობლებს აფრთხილებს
ე.წ. ლურჯის ვეშაპის მსხვერპლის დედა მშობლებს აფრთხილებს

ე.წ. ლურჯი ვეშაპის სავარაუდო მსხვერპლის დედა, ნანა ბერძენიშვილი მშობლებს მიმართავს. მისმა შვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 13 წლის ასაკში დაასრულა. ნანა ბერძენიშვილი ამბობს, რომ ე. წ. ლურჯი ვეშაპის მენტორისგან საკუთარი შვილი ვერ დაიცვა თუმცა შესაძლებელია, რომ ეს სხვა მშობლებმა საკუთარ შვილებზე დაკვირვებით მოახერხონ.

ნანა ბერძენიშვილის განცხადებით, მან მისი შვილის გარდაცვალების შემდეგ გააცნობიერა ის სიმპტომები, რომელიც სიცოცხლეში უნდა შეემჩნია. ესენია: ინტერესის დაკარგვა, ჩაცმის სტილის შეცვლა, უკონტაქტობა ოჯახის წევრებთან და მთავარი, ტელეფონზე დამოკიდებულება. მისი თქმით თუ ბავშვის ქცევაში ზემოთ ჩამოთვლილიდან ერთი მაინც შენიშნეს, მშობლები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ. სავარაუდოა, რომ მათი შვილი საშიში ინტერნეტ თამაშის მონაწილე იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system