თავში

ეუთო/ოდირის ანგარიში ხაზს უსვამს რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას -აშშ-ს საელჩო

ეუთო/ოდირის ანგარიში ხაზს უსვამს რეფორმების -აშშ-ს საელჩო
ეუთო/ოდირის ანგარიში ხაზს უსვამს რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას -აშშ-ს საელჩო

"შეერთებული შტატები მიესალმება ეუთო/ოდირის არჩევნების მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას. ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას", - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ეუთო/ოდირის საპარლამენტო არჩვენებთან დაკავშირებულ ანგარიშის საბოლოო ვერსიას ეხმაურება. 

საელჩოს განცხადებით, შეერთებული შტატები იზიარებს ამ შეშფოთებას და მოუწოდებს პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის პროცესი, რომელიც დააკმაყოფილებს ოდირის მრავალწლიან რეკომენდაციებს. 

"ეს მნიშვნელოვანი რეფორმები გააძლიერებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას და დაეხმარება საქართველოს, მიაღწიოს მზარდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს. სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, მათ შორის ამჟამად პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, მნიშვნელოვანი ხედვა აქვთ, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კეთილსინდისიერად ჩაერთონ რეფორმების პროცესში იმისთვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და მომავალი არჩევნები იყოს უფრო თავისუფალი და სამართლიანი", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system