თავში

ეუთო-ს თავმჯდომარეების ხუთეული საქართველოს მხარდაჭრას უცხადებს

ეუთო-ს თავმჯდომარეების ხუთეული საქართველოს მხარდაჭრას უცხადებს
ეუთო-ს თავმჯდომარეების ხუთეული საქართველოს მხარდაჭრას უცხადებს

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში ორგანიზაციის თავმჯდომარეების ხუთეულმა მიიღო განცხადება, რომელსაც ხელს ყოფილი, მოქმედი და მომდევნო 3 წლის თავმჯდომარე ქვეყნების წარმომადგენლები აწერენ.

ეუთო-ს თავმჯდომარეების ხუთეული კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისამდი.

დოკუმენტში მრავალი წლის შემდეგ პირველად, საუბარია საქართველოში არსებულ კონფლიქტზე, გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზგასმულია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების სფეროში გაუარესებული მდგომარეობა და გამოხატულია მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ხაზს ვუსვამთ ჩვენს შეშფოთებას ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში სიტუაციის გაუარესების გამო. გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისამდი, ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ფასილიტაციისადმი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მთავარი საერთაშორისო პლატფორმაა ამ მიმართულებით და ეუთო მზად არის, განაგრძოს ამ ფორმატის ხელმძღვანელობა, ევროკავშირსა და გაერო-სთან ერთად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system