თავში

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ
ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ერთობლივი განცხადება მოამზადა.

განცხადება ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გაკეთდა.

განცხადების ავტორები ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრულ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო შეჭრიდან 11 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და ხაზგასმით აღვნიშნავთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროებას გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემით.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სასწრაფოდ შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მისი ვალდებულებები, მათ შორის, გაიყვანოს საკუთარი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენ არ ვცნობთ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ჩატარებული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას, არც მათ შედეგებს ვაღიარებთ.

შეშფოთებული ვართ რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციებით, მათ შორის, ოკუპაციის არეალის გაფართოების მცდელობითა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების მიერ „საგუშაგოების“ მშენებლობით სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვრჩებით მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ სოფელ ატოცსა და გუგუტიანთკარში და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გრძელვადიანი დახურვით. ამ ქმედებებმა გამოიწვია ადგილზე არსებული მდგომარეობის დესტაბილიზაცია და მძიმედ იმოქმედა კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე," - აღნიშნულია განცხადებაში. 

მეგობართა ჯგუფის განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო, ასევე აღნიშნულია ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ტრაგიკული ფაქტი. განცხადებაში ასევე დაგმობილია საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობები.მეგობარი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, არ შეუქმნას დაბრკოლება დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას. ამ კონტექსტში, ქვეყნები იმეორებენ მოწოდებას აღნიშული და სხვა საქმეების საფუძვლიანად გამოძიებისკენ და მართლმსაჯულების აღსრულებისკენ. 

"ახლახან ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება, რომელიც მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო სწრაფი და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, კიდევ ერთი ტრაგიკული ილუსტრაციაა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების მუდმივი შეზღუდვით გამოწვეული მძიმე შედეგებისა. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით სამხრეთ ოსეთის რეგიონში და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას", - აღნიშნავენ მეგობართა ჯგუფის წევრები. 

მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system