თავში

ეუზგბაია: 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ეუზგბაია: 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ეუზგბაია: 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. 

მისი თქმით, კლინიკაში სულ 35 პაციენტი მკურნალობს. 

"ისევ გვყავს 3 მძიმე პაციენტი, რადიოლოგიურად სამივე მძიმე პნევმონიაა. კლინიკურად მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ლაბორატორიული მონაცემებიც მიყვება, მაგრამ რადიოლოგიური მონაცემებით გაუმჯობესება ჯერ არ გვაქვს, განსაკუთრებით ერთ პაციენტთან, რომელიც კრიტიკული იყო თავიდანვე და არის ასკოვანი. გაუმჯობესებაზე ჯერ ვერ ვილაპარაკებთ, თუმცა სტაბილურია. 

დანარჩენი პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ნაწილის კი მსუბუქი. პნევმონია გვაქვს ამ პაციენტების, დაახლოებით 70 პროცენტში. მაგრამ მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. დანარჩენების მდგომარეობა მსუბუქია და  ველოდებით მათთან ვირუსის ელიმინაციას“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ცნობით, გუშინ კლინიკდან 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. 

ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მკურნალობას 2 მოზარდი განაგრძობს. 

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდგინდა

ასევე გაიზარდა განკურნებულთა რაოდენობა, კერძოდ გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 730 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 522 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3614 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 316.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system