თავში

ევაკუაცია გლდანში - დაზიანებული გაზსადენიდან აირი სავენტილაციო არხებში ჟონავს

ევაკუაცია გლდანში - დაზიანებული გაზსადენიდან აირი სავენტილაციო არხებში ჟონავს
ევაკუაცია გლდანში -  დაზიანებული გაზსადენიდან აირი სავენტილაციო არხებში ჟონავს

კაზინო „ბეთლაივში“ გაზის გაჟონვა გაზსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია. გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოების დროს, საშუალო წნევის გაზსადენი მილი დაზიანდა. შედეგად 350 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა უსაფრთხოების მიზნით გაზმომარაგების ონკანები გადაკეტა.

შემოწმდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები. სწორედ ამ დროს დადგინდა, რომ მილის დაზიანების გამო ვენტილაციის არხებით გაზი შევიდა კაზინო „ბეთლაივში“ და აფთიაქ „ფარმადეპოში“. მოწამლულია სამორინეში მყოფი ხუთი ადამიანი. ისინი კლინიკაში მოათავსეს.

საპატრულო პოლიციის მიერ მოხდა ხალხის ევაკუაცია და შენობების განიავება. ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც დაზიანებულ მილზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system