თავში

ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სასულიერო პირები ქართული ენის კურსს გაივლიან

​ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სასულიერო პირები ქართული ენის კურსს
ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სასულიერო პირები ქართული ენის კურსს გაივლიან

საქართველოს ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ სინოდის სხდომა გამართა. შეხვედრას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სინოდზე არსებული საკითხების განხილვის შემდეგ, სტუმრებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მიმართა ნინო ჭავჭავაძემ. მისი თქმით, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია აქტიურად არის ჩართული ინტერრელიგიურ სათათბიროში.

„მათი სასულიერო პირები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალ პროექტში მონაწილეობენ, რომელსაც „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“ ჰქვია. პროექტის ფარგლებში, ლუთერული ეკლესიის ოცამდე სასულიერო პირი ქართული ენის სრულ კურსს გაივლის.

ნინო ჭავჭავაძის განცხადებით, რელიგიის სააგენტო მუდმივად ინტერესდება საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიური ორგანიზაციის საჭიროებებით და აქტიურად თანაშრომლობს მათთან, არსებული საკითხების მოგვარებისათვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system