თავში

ევერესტზე შეგროვებული ნაგვისგან ხელოვნების ნიმუშებს შექმნიან - PHOTO - VIDEO

ევერესტზე შეგროვებული ნაგვისგან ხელოვნების ნიმუშებს შექმნიან
ევერესტზე შეგროვებული ნაგვისგან ხელოვნების ნიმუშებს შექმნიან - PHOTO - VIDEO

მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის ევერესტის ნაგვისგან გასასუფთავებლად და გარემოს დამცველთა ყურადღების მისაქცევად ნეპალში ინოვაციური პროექტისთვის ემზადებიან.

მწვერვალი, რომელსაც ათასობით ალპინისტი, გიდი და ტურისტი სტუმრობს, ერთ დიდი ნაგავსაყრელად იქცა, რომელიც სავსეა ჟანგბადის ცარიელი ბალონებით, კარვებით, ჯოხებით,თოკებით, თუნუქუს ქილებით, პლასტიკის ცარიელი ყუთებით და ყველა იმ ნივთით, რომელიც მწვერვალზე ასვლის შემდეგ ვიზიტორებისგან რჩება.

პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ევერესტზე შეგროვებული ნარჩენები გადაამუშაონ, მისგან ხელოვნების ნიმუშები შექმნან და ნეპალში გალერეაში გამოფინონ. პროექტის მიზანი ევერესტის გასუფთავება, ნაგავზე მოსახლების წარმოდგენის შეცვლა და შემოსული თანხით ადგილობრივების დახმარებაა.

გადამუშავებული ნაგვით, ხელოვნების ნიმუშების გარდა, სუვენირები შეიქმნება, რომელიც ევერესტის მისადგომებთან გაიყიდება და ეკონომიკისთვის დამატებითი სტიმული იქნება. უცხოელი და ადგილობრივი ხელოვანები მოსახლეობას ასწავლიან, როგორ აქციონ ნაგავი ხელოვნებად და შემოსავლის წყაროდ. 

ნეპალში ნაგავი ღია წესით მუშავდება, რაც გარემოს დაბინძურება იწვევს. პროექტის ინიციატორები ნაგვის კატმანდუში, ეკოლოგიურად სუფთად გადამუშავებას გეგმავენ. ამისათვის ევერესტის ყველა ვიზიტორმა, უკან დაბრუნებისას, მწვერვალზე შეგროვებული ერთი კილოგრამი ნაგავი თან უნდა წაიღო, რომელიც შემდეგ კატმანდუში გადასამუშავებლად გადაიგზავნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system