თავში

ილია ნაკაშიძე: ეს ემოციური გამოსვლები ხელს უშლის ,,აჭარის ტელევიზიასაც" და საზოგადოებასაც

ილია ნაკაშიძე: ეს ემოციური გამოსვლები ხელს უშლის ,,აჭარის ტელევიზიასაც" და საზოგადოებასაც
ილია ნაკაშიძე: ეს ემოციური გამოსვლები ხელს უშლის ,,აჭარის ტელევიზიასაც და საზოგადოებასაც

პირველ რიგში, მინდა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა მასმედიის მიმართ. რაც შეეხება აჭარის ტელევიზიას, ჩვენ ნუ დაგვავიწყდება რომ ეს არის საჯარო ტელევიზია, პირადად არ ვერევით სარედაქციო პოლიტიკაში, არც ბორდის საქმიანობაში, - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი ილია ნაკაშიძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, ის განცხადებები, რაც ბოლო პერიოდში ისმის, აჟიოტაჟისა და ემოციურ ფონზე კეთდება.

,,თვითონ კოლეგებმა უნდა გადაწყვიტონ მაუწყებელში, როგორ უნდა იარონ მომავალში, არავითარი ინტერესი არ გვაქვს ჩვენ მაჟორიტარებს, გარდა იმისა, რომ ტელევიზიამ გააგრძელოს საქმიანობა, ოღონდ გააშუქოს ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება რომელიც ეხება ოპოზიციასაც, პოზიციასაც და ყველა ფენას. ამჟამინდელი სარედაქციო პოლიტიკა, ვთვლი, რომ უნდა იყოს დახვეწილი, რომელიც უნდა აწყობდეს საზოგადოებას. ეს ემოციური გამოსვლები ხელს უშლის ტელევიზიასაც და საზოგადოებასაც", - განაცხადა ნაკაშიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system