თავში

ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება - კარლ ჰარცელი - VIDEO

ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნი
ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება - კარლ ჰარცელი - VIDEO

დღეს ევროპის დღეა. დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ იდეის არსებობას, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტს წარმოადგენს - იდეას, რომ თანამშრომლობას შეუძლია, აჯობოს ომსა და კონფლიქტებს და შექმნას კეთილდღეობა, როგორც ევროპის კონტინენტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ", -= ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს COVID- 19 პანდემიასთან ბრძოლის დროს და ფინანსურ დახმარებას უწევდა ქვეყანას, აწვდიდა აღჭურვილობას და საჭირო ცოდნას. 

"ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის და მე ვამაყობ, რომ ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს COVID- 19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ევროკავშირი ქვეყანას უწევდა ფინანსურ დახმარებას, აწვდიდა აღჭურვილობას და საჭირო ცოდნას. სამომავლოდაც, ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო სარგებელს მოუტანს როგორც თავად ქართველებს, ასევე ჩვენს პარტნიორობას, ზოგადად რეგიონს და, საბოლოოდ ევროკავშირს, ვინაიდან ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მეგობრობას, საერთო ღირებულებებს და მზარდ თანამშრომლობას, სავაჭრო, უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმის სფეროებში და განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს შორის. ასე რომ, ნება მომეცით, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს სტუმართმოყვარეობისა და მეგობრობისათვის, რადგან ჩვენ 2021 წელს ერთად აღვნიშნავთ ევროპის დღეს“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system