თავში

ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებაზე ახალი რეგულაციები წესდება

ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებაზე ახალი რეგულაციები წესდება
ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებაზე ახალი რეგულაციები წესდება

პარლამენტმა „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეს საქართველოდან გასვლის უფლება არ ექნება, თუ სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ან წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს.

მოქალაქეს, რომელიც შენგენის იმ ქვეყანაში მიემგზავრება, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, ხოლო მოქალაქეს საჭირო დოკუმენტაციები არ აქვს და შენგენის ზონაში შესვლის პირობებს ვერ აკმაყოფილებს, შესაძლოა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვას. შესაბამის პირობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენს.

ცვლილებების მიხედვით, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე შს მინისტრმა უნდა დაადგინოს აღნიშნული წესები და პირობები, ამასთან, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე ნათქვამი უარის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადები და წესები.

კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა, ხოლო პირველი მუხლი 2021 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system