თავში

ევროკავშირიში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნა გაიზარდა

ევროკავშირიში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნა გაიზარდა
ევროკავშირიში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნა გაიზარდა

2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებში წინა წელთან შედარებით საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების რაოდენობა გაიზარდა - ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება.

“მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ეს ტენდენცია შემცირდა, 2019-ში თავშესაფრის მოთხოვნის მთლიანი რაოდენობა უფრო მეტი იყო, ვიდრე 2018 წელს და საქართველოს მოქალაქეების რიცხვი ევროკავშირში საერთაშორისო დაცვის მომთხოვნი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი წამყვანი იყო" - აღნიშნულია ანგარიშში. 

2019 წლის ანგარიშში ასევე აღნიშნულია რომ საქართველოს მთავარობა თავშესაფრის მოთხოვნათა გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრას განაგრძობს. ამის მაგალითად ანგარიშში მოყვანილია პარლამენტის მიერ აპრილში მიღებულ კანონი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ყოფნის ხელშეწყობა, სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.

“არალეგალარული მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად და გამგზავრების წინა შემოწმების გასაუმჯობესებლად 2019 წლის დასაწყისში აეროპორტებში ერთობლივი კოორდინირებული ინიციატივა (Joint Operation Coordination Points 2019 Air და Joint Operation Focal Points 2019 Air) ამოქმედდა,”-წერია ანგარიშში.

ცნობისთის, ევროკავშირის წლევანდელი ყოველწლიური ანგარიში, 2016 წელს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, უკვე რიგით მეოთხე ოფიციალური სამუშაო დოკუმენტია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, საქართველო-ევროკავშირის არსებული ასოცირების დღის წესრიგი მომდევნო წლებისთვის განახლდება. ქართულ თარგმანს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system